მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერიამ იუმორისტ გიორგი გაბუნიას მიწის ნაკვეთი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6 300 ლარად გადასცა”

“ქუთაისის მერიამ იუმორისტ გიორგი გაბუნიას მიწის ნაკვეთი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6 300 ლარად გადასცა”

ქუთაისის მერიამ იუმორისტ გიორგი გაბუნიას მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა. 500 კვ.მ უკვე გადაცემულია, მეორე 500 კვ.მ კი საკრებულო უახლოეს დღეებში დაუმტკიცებს, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა.

აღნიშნული ფართობი იუმორისტს 10 წლის იჯარით, წელიწადში 6 300 ლარად გადაეცა.

მისივე თქმით, იჯარა გაბუნიას სახელზე გაფორმებული არ არის, თუმცა დოკუმენტაციის შემომტანი თავად არის.

როგორც შუშანიამ აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი.

“ერთი წლის წინ ჯერ 500 კვადრატული გადაეცა იუმორისტს. მას ვალდებულება ჰქონდა აღებული ფართობზე სპორტული მოედანი აეშენებინა, რაც არ შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ შეუსრულებელი ვალდებულებისთვის პასუხი მოეთხოვათ დამატებით 500 კვადრატული ფართობის გადაცემას აპირებენ. ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი”, – აცხადებს გიგა შუშანია.

შუშანიას ბრიფინგს იუმორისტი გიორგი გაბუნია ეხმაურება, მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთზე მერიას კანონის სრული დაცვით, როგორც რიგითმა მოქალაქემ ისე მიმართა.

კომენტარები