ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების აქციები გრძელდება.
პროტესტის 34-ე დღეს ქუთაისელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
აქციის მონაწილეებმა ხვალინდელ გეგმებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ 31 დეკემბერს, 22:00 საათზე, ტრადიციულ ადგილზე – რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და ახალ 2025 წელს ერთად შეხვდებიან.
კომენტარები