მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს ქუთაისელები ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ისევ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, უკანონოდ აკავებენ, აჯარიმებენ და პატიმრობას უსჯიან ადამიანებს მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, მაშინ, როცა ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელები არიან და კრიმინალი დღითი დღე იმატებს.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, “ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლება ძალაუფლებას უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები