ქუთაისში თოვლის საფარისგან დაფარული თეთრი ხიდი გაწმენდილი არ არის, არადა ხიდის ზედაპირზე არსებული მინის ფილები და რკინის ფირფიტები თოვლში სრიალებს და ის ქვეითებისთვის საფრთხეს ქმნის.
“კუს ნაბიჯებით მოვდივარ, მეშინია არ წავიქცე ამ ხნის ქალი. ეს გაწმენდილი არ უნდა იყოს? არ ვიცი რაზე ვადგამ ნაბიჯს მინაზე თუ რკინაზე, დღეს კვირა რომ არის მერია ისვენებს?!”,- ამბობს ადგილობრივი ლეილა დოლიძე.
ქუთაისში გარდა თეთრი ხიდისა არ არის ასევე გაწმენდილი არც ტროტუარები.
კომენტარები