მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება შეუჩერეს

“ამბიკონ სტილსს“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერდა.

ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.

საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000-დან 30 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი 20 000-დან 60 000 ლარამდე.

საწარმოს საქმიანობა რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა გააპროტესტეს.

კომენტარები