მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის ორგანიზაციის სახელით მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ნიკა მელიას”

“ქუთაისის ორგანიზაციის სახელით მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ნიკა მელიას”

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაცია შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს, საორგანიზაციო მდივანი კი პაატა ღაჭავა იქნება.

“ყველასთვის ცნობილია, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, ვგულისხმობ მიმდინარე წლის 28-29 იანვარს ჩანიშნულ შიდაპარტიულ თავმჯდომარის არჩევნებს, რომელიც გაიმართება ელექტრონული სისტემით. ეს სისტემა საქართველოს ისტორიაში არის პირველი და უპრეცედენტო, რაც საშუალებას მისცემს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სრულ უმრავლესობას, დისტანციურ რეჟიმში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

დღეს ქუთაისის ორგანიზაციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ვუსურვო წარმატებები არჩევნებში.

მიგვაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული საქართველოში.

ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი იქნება პაატა ღაჭავა”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები