მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გარდაცვლილი პოეტის ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

წარმოდგენილი იყო მხატვრული და მუსიკალური კომპოზიციები. მოსწავლეებმა პოეტის  მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას პოეტის მეგობრები, მოსწავლეები და მასწავლებლები  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოეტი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ის გასულ წელს საკუთარ დაბადების დღეზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ავტორია წიგნისა “უბელო რაშები”.

კომენტარები