მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩორგოლაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ  იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

გიორგი ჩორგოლაშვილს ქუთაისში დღეს ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა  და პატაკი უკვე დაწერა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, გიორგი ჩორგოლაშვილი ორშაბათიდან გორის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დაიკავებს.

გიორგი ჩორგოლაშვილი ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას 2022 წლის შემდეგ იკავებს.

კომენტარები