მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს –  “შენგელია არენას”  ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ წარადგინეს.

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი  2017-2021 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი  დეპუტატი, ფრაქცია “ძლიერი ქუთაისის თავმჯდომარე”, 2021 წლიდან დღემდე – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.

სტადიონის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

კომენტარები