მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2025 წელი მგზავრთა ნაკადის კლებით დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2025 წელი მგზავრთა ნაკადის კლებით დაიწყო

2025 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის კლებით დაიწყო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, იანვარში ქუთაისის აეროპორტი 127 665 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან პირველი იანვარია, როდესაც აეროპორტში მგზავრთნაკადის კლება იყო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისგან განსხვავებით, მგზავრთანაკადი გაზრდილია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აეროპორტმა 343 740 მგზავრი მიიღო. 36%-იანი ზრდაა 2019 წლის იანვართან შედარებითაც.

წლიურად მკვეთრი – 96%-იანი ზრდა აჩვენა ბათუმის აეროპორტში მგზავრების რაოდენობამ. იანვარში ზღვისპირა ქალაქის აეროპორტი 57 129 მგზავრს მოემსახურა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 530 546 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

კომენტარები