ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება 4 ადამიანს მიენიჭა. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
თამაზ გამსახურდიას – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს.
დეკანოზ თეიმურაზ არველაძეს – წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს.
შოთა ჯიშკარიანს – ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს.
ვახტანგ ცაგარელს – საქველმოქმედო ფონდი “ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორს.
კომენტარები