მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის სასამართლომ ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო აქტივისტები სამართალდამრღვევებად სცნო

ქუთაისის სასამართლომ ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო აქტივისტები სამართალდამრღვევებად სცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამრღვევებად სცნო.

საუბარია ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წევრებზე, რომლებმაც 7 აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე ერთ-ერთი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო სტიკერები გააკრეს.

ქუთაისის მერია აქტივისტებისთვის 1000-1000-ლარიან ჯარიმას ითხოვდა, მოსამართლემ კი მათ წინააღმდეგ ფინანსური სანქცია არ გამოიყენა, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დამნაშავეებად სცნო.

აქტივისტების თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანას რუსული ოცნება მართავს.

კომენტარები