ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბრის აქციაზე დაკავებული აქტივისტის მიხეილ მუმლაძის სასამართლო პროცესი იწყება.
ადგილზე დაკავებული აქტივისტის მეგობრები და გულშემატკივრები იკრიბებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ მიშიკო მუმლაძის დაკავება უკანონოდ მოხდა და სოლიდარობას უცხადებენ.
ადვოკატ ვალერი თევდორაძის თქმით, აქტივისტის დაკავება უკანონოდ მოხდა, ამიტომ სასამართლოზე მასალებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შუამდგომლობას დააყენებენ.
აქტივისტს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კომენტარები