მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიშიკო მუმლაძის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიშიკო მუმლაძის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

სამოქალაქო აქტივისტის მიშიკო მუმლაძის სასამართლო პროცესი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩაინიშნა, პროცესი 16:30 საათზე დაიწყება.

გამოძიება მიხეილ მუმლაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

“56-დღიანი ჩემი სასამართლო პროცესი სრულდება. 28 ნოემბრის შემდეგ დღეს უნდა თქვას მოსამართლემ ფშვიტინის გამო რა სასჯელი მეკუთვნის”, – წერს მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში.

მიშიკო მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა.

პოლიციელები მის დაკავებას რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

იმ საღამოს, მიხეილ მუმლაძეს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს იგი სამტრედიის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა.

სამოქალაქო აქტივისტი 48 საათში გაათავისუფლეს, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა.

კომენტარები