აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 აპრილს შეწყდება და 22 აპრილს განახლდება.
ინფორმაციას ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
“ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი შეწყდება 2025 წლის 18 აპრილს (პარასკევს). სასწავლო პროცესი განახლდება 22 აპრილს (სამშაბათს).
მშვიდობიან და სიხარულით სავსე აღდგომის დღესასწაულს გისურვებთ!!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები