მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და 19 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯონათან დოს სანტოსი დაიმატა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა, ჯონათან დოს სანტოსმა ქუთაისის “ტორპედოსთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

დოს სანტოსი, რამდენიმე კვირაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო ესპანური შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ მატჩებში, სადაც ორი გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის კლუბის, „იტუანოს“ (რომელიც გასული სეზონის ბოლოს სერია C-ში დაქვეითდა) ღირსებას იცავდა.

კომენტარები