მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა. “ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა. ბიორნ იონსენმა მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა, შეტევა პაატა ღუდუშაურმა გააგრძელა, რომლის გადაცემაც ზუსტი დარტყმით ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დააგვირგვინა.

ბათუმის „დინამო“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ქუთაისელები თავს კარგად იცავდნენ. 90-ე წუთზე არბიტრმა ბათუმელთა თავდამსხმელი ირაკლი რუხაძე გააძევა, კაცნაკლულ „დინამოს“ კი შეტევებისთვის ძალა აღარ დარჩა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.

ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, 21 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.

კომენტარები