ქუთაისის “ტორპედომ” ქართულ დერბიში თბილისის “დინამო” 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე, 4 წაგება) შეწყვიტა.
ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა.
მასპინძელი გუნდიდან თავის გამოჩენა სოლომონ კვერკველიამ და გიორგი კოხრეიძემ მოახერხეს.
ქუთაისურმა გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 8 ქულა მოაგროვა, რითაც გასავარდნ ზონას თავი დააღწია და მე-7 პოზიციაზე ავიდა.
ფოტო: მარიამ ირემაძე
კომენტარები