ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ სტუმრად 3:1 სძლია.
არადამაჯერებლად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ, ქუთაისელებმა პირველად შეძლეს დამაჯერებლად მოეგოთ.
“კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ანგარიში 55-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გახსნა. მალე, 64-ე წუთზე კაპიტანმა მერაბ გიგაურმა სხვაობა გააორმაგა, მესამე გოლი კი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა (66).
„თელავმა“ ტატო ჟივიძის გოლით (77) სხვაობა შეამცირა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
12 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 15 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
კომენტარები