მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი – მეორე ნახევარმა აჩვენა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს

ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი – მეორე ნახევარმა აჩვენა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ეროვნული ლიგის პირველ ტურში “გაგრასთან” მოგებული შეხვედრა (2:1) შეაფასა და არ დამალა, რომ თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

“მიხარია, რომ პირველივე მატჩში 3 ქულა მოვიპოვეთ. გვქონდა პრობლემები, განსაკუთრებით პირველ 15-20 წუთში. შემდეგ უკეთ თამაში დავიწყეთ, ბურთი გავაკონტროლეთ, მომენტები შევქმენით და ტაიმი დამსახურებულად მოვიგეთ.

მეორე ნახევარმა აჩვენა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს. რაც მახარებს, არის გუნდის სწორი რეაქცია გაშვებულ გოლზე. მთლიანობაში, გუნდმა იბრძოლა, მოვიგეთ და კმაყოფილი ვარ“, – აცხადებს დირკ შუსტერი.

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 5 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხის არენაზე“ გაიმართება.

კომენტარები