მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედოში” ხორვატი ცენტრალური მცველი ითამაშებს

ქუთაისის “ტორპედოში” ხორვატი ცენტრალური მცველი ითამაშებს

ქუთაისის „ტორპედომ“ ხორვატი ცენტრალური მცველი მატეი შიმიჩი დაიმატა, – საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მის ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაცია La Gazzetta-ს მეშვეობით გაავრცელა.

29 წლის შიმიჩი (სიმაღლე — 190 სმ) ბოლოს რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „სეფშიში“ თამაშობდა.

პროფესიონალური კარიერა 2014 წელს ხორვატიის მეორე დივიზიონის კლუბ „დუგოპოლეში“ დაიწყო. ამის შემდეგ ძირითადად ესპანეთში ასპარეზობდა — 2014 წელს „ორიჰუელა B“-ში და „უნიონ მოლინენსეში“, შემდგომში კი „ტორევიეხასა“ და „მუროში“.

2017-2023 წლებში პრიმერა ფედერასიონში თამაშობდა — მისი კლუბები იყო „ამორებიეტა“, „ლიედა ესპორტიუ“, „ლოგრონიესი“ და „ნუმანსია“. 2023 წელს შიმიჩი ბულგარეთის პირველი ლიგის გუნდში, „კრუმოვგრადში“ გადავიდა, 2025 წლის იანვარში კი რუმინეთის „სეფშის“ წევრი გახდა.

კომენტარები