ქუთაისის რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი სავარაუდოდ, 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გაიხსნება.
ამ ეტაპზე ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები.
პარკში მოეწყო მედიათეკა.
პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული სივრცე — „ვარდების ხეივანი“
ქუთაისელები ამბობენ, რომ ბულვარის რეაბილიტაციას რამდენიმე ათეული ხე შეეწირა.
ქალაქის მთავარი ბულვარის რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი გამოიყო, აღნიშნული რეაბილიტაცია კი გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
კომენტარები