ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოებს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.
ქალაქის მასშტაბით მოიხსნება საახალწლო განათებებიც.
სადღესასწაულო მორთულობების დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება.
ქუთაისში ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო. პროევროპული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება, კონცერტის ფონზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან შეუსაბამო იყო.
ადგილობრივების მოთხოვნის მიუხედავად, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება მოხდა, თუმცა იმ დროს, როდესაც სცენაზე სამთავრობო მომღერლები და ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ, მათ სიახლოვეს, ხალხს ხელში ქუჩაში ნაცემი ადამიანების ფოტოები ეჭირათ.
კომენტარები