ქუთაისის ციხეში პატიმარი შიმშილობს.
#2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის და იზო ლეჟავა “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი ძმა საქმის ხელახლა გადახედვას და მისჯილ სასჯელს, 18 წელს აპროტესტებს.
“ჩემი ძმა შიმშილობს მესამე დღეა. ის არასწორ გამოძიებას და საქმის გადახედვას მოითხოვს. ჩემს ძმას თოფი შემთხვევით გაუვარდა, მას ამ დანაშაულის ჩადენა არ სურდა”, – ამბობს პატიმრის და იზო ლეჟავა.
2020 წლის ივნისში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა.
კომენტარები