მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 8-ტონიანი ავზიდან გაზი ჟონავს, პერიმეტრი პოლიციამ გადაკეტა”

“ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 8-ტონიანი ავზიდან გაზი ჟონავს, პერიმეტრი პოლიციამ გადაკეტა”

ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, ქვიტირის მონაკვეთი სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

“ინფო იმერეთისთვის” ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე თხევადი გაზის ავზიდან ბუნებრივი აირი ჟონავს, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრი გადაკეტეს და ავზის დაცლა მიმდინარეობს.

“გზიდან მოგვაბრუნეს, 8-ტონიანი ავზიდან გაზი ჟონავსო, აფეთქება ან სხვა ტრაგიკული შემთხვევა რომ არ მოხდეს, პრევენციის მიზნით, “ბაკს” ცლიან და გზა მაგიტომაა გადაკეტილი”, – განუცხადა თვითმხილველმა “ინფო იმერეთთან”.

“ინფო იმერეთი” დეტალებს შსს-ს პრესსამსახურში არკვევს.

კომენტარები