ქვეყანაში არსებულ საყოველთაო გაფიცვას ქუთაისიც უერთდება.
გაფიცულია სააფთიაქო ქსელები, ქსელური მარკეტები, ასევე, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები.
გაფიცვას უერთდებიან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქციას მართავენ.
დღეს, 15:00 საათიდან სამი საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული.
კომენტარები