ავტოსაგზაო შემთხვევას წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ, როდესაც ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
ავტომობილი სრულიად დაიმტვრა, ერთი მგზავრი კი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
ადგილზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
კომენტარები