საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერია ქუთაისში დაიწყო.
ადგილობრივმა “ქუთაისმა“ თსუს უმასპინძლა. დაძაბული ბრძოლა ანგარიშით 69-89 დასრულდა.
“ქუთაისი 2010”-ში ყველაზე მეტი, 19 ქულა და 11 მოხსნა გიორგი კორსანტიას ჰქონდა.
სერია სამ მოგებამდეა, მორიგი თამაში 22 მაისს, 19:00 საათზე ისევ ქუთაისში გაიმართება.
კომენტარები