მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელი გახდა

“ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელი გახდა

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისი 2010″-მა  საქართველოს თასი მოიგო.

2014-2017-2019-2021 წლების შემდეგ დღეს კიდევ ერთხელ საკალათბურთო კლუბი ” ქუთაისი 2010″ გამარჯვებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

“ქუთაისი 2010” 3 გზის საქართველოს თასის მფლობელ “თსუს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 83-76 დაამარცხა.

ქუთაისმა თასის ფინალში მეშვიდედ ითამაშა და ეს მისი მეხუთე მოგებაა.

კომენტარები