“ქუთაისი” U22 საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონი გახდა.
ფინალურ სერიაში “ქუთაისმა” სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 2:0 დაამარცხა.
ქუთაისის 22-წლამდელთა გუნდში, რომელსაც კოტე ტუღუში წვრთნის, სუპერლიგის ოთხმა ჩემპიონმა ითამაშა.
გიორგი ოჩხიკიძე, ბაქარ ბერეკაშვილი, გიორგი სულაბერიძე და თემურ დვალიშვილი 30 მაისს საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, როცა “ქუთაისმა” ფინალური სერიის მე-5 გადამწყვეტი მატჩი თსუ-ს მოუგო. ოჩხიკიძე სუპერლიგის საუკეთესო, ხოლო სულაბერიძე – ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახდა. ამჯერად, მათ ახალგაზრდული გუნდის გაჩემპიონებაში შეიტანეს დიდი წვლილი.
დღევანდელ შეხვედრაში, რომელშიც “ქუთაისმა” მეტოქე 90:78 დაამარცხა, ოჩხიკიძემ 23, სულაბერიძემ 22, ბერეკაშვილმა კი 19 ქულა ჩააგდო.
კომენტარები