ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
კომენტარები