გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 462 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 217 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 95 – ქუთაისში, 85 – ბათუმში, 65 კი, ქალაქ რუსთავში.
462 სამართალდარღვევიდან 398 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 64 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 267 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 171 – მიკროავტობუსის, 24 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
კომენტარები