ქუთაისში დღეს უფასო წამლები დარიგდება.
სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 18:00-დან 19:00 საათამდე, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ადგილობრივებს მათთვის სასურველი მედიკამენტის უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
“ქუთაისში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან. ბარელიეფი კოლხეთთან, 18:00 საათიდან 19:00 საათამდე არსებული მედიკამენტები იქნება უფასოდ.
იმერეთსა და გურიაში დიდთოვლობის დროს დაზარალებული ადამიანებისთვის ბევრი პროდუქტი შეგროვდა და დარიგდა, თუმცა დაგვრჩა წამლების გარკვეული რაოდენობა.
ფოტოზე მოცემულია წამლების დასახელებები. გვაქვს მხოლოდ ეს წამლები. პამპერსი 50-75 კგ. 70+”, – წერს აქტივისტი მიშიკო მუმლაძე.
კომენტარები