მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში დღეს მოწამეთობა აღინიშნება

ქუთაისში დღეს მოწამეთობა აღინიშნება

დღეს ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება.

მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.

დღესასწაული ყოველი წლის 15 ოქტომბერს აღინიშნება.

კომენტარები