მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების აქციები გრძელდება.

პროტესტის 30-ე დღეს ქუთაისელები ისევ ხელახალ არჩევნებს და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

მერიასთან შეკრებილები აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სანქციები გამართლებულია, რადგან ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ევროპულ მომავალს უღალატეს.

დღეს ქუთაისში ველოსიპედების მსვლელობა გაიმართა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გაფორმებული ველოსიპედებით ევროინტეგრაციის მომხრეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი მერიასთან აქციას შეურთდნენ.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები