ქუთაისში “ერთობის ჯაჭვის” მონაწილეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ.
“რუსებო”, “მონებო”, – ამ შეძახილებით ასეულობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე იმყოფება და ხელახალ არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.
იქამდე ევროინტეგრაციის მომხრეებმა “ერთობის ჯაჭვი” შეკრეს.
სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები წითელი ხიდის და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
კომენტარები