მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვისთვის” ემზადებიან

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვისთვის” ემზადებიან

ქუთაისში 15:00 საათზე “ერთობის ჯაჭვი” შეიკვრება.

ევროინტეგრაციის მომხრეები შეკრებას თავდაპირველად რუსთაველის და წითელი ხიდის მიმდებარედ დაიწყებენ.

უწყვეტი პროტესტის 31-ე დღეს ქუთაისელები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

“ქუთაისი უერთდება ერთობის ჯაჭვს, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ყველას ვაჩვენოთ, რომ საზოგადოება არის ერთიანი. ყველას ვთხოვ, რომ 15:00 საათზე მოვიდნენ ქვეყნის სამსახურში”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი.

კომენტარები