ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეებმა “ერთობის ჯაჭვი” შეკრეს.
სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები წითელი ხიდის და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ერთობით შეძლებენ, რომ ქვეყანა ევროპის გზას დაუბრუნდეს და მათი მოთხოვნები შესრულდეს.
“ერთობის ჯაჭვი” საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
კომენტარები