მთავარიახალი ამბები

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი 2025” გაიხსნა

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი 2025” გაიხსნა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი 2025” გაიხსნა.

“ქარავანსარაის” პროგრამები საქართველოში 2002 წლიდან ტარდება სხვადასხვა ფორმატის არტ-აქტივობების სახით. “ქარავან არტ ფორუმის” ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია და 2022 წლიდან ყოველწლიური ფესტივალის სახით არსებობს.

“ქარავან არტ ფორუმის” ფარგლებში გაიმართება გამოფენები, კონფერენციები, სემინარები და მასტერკლასები, კულტურული და პროფესიონალური შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების მონაწილეობით.

 

კომენტარები