მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში თებერვალში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 28 ფაქტი გამოვლინდა

ქუთაისში თებერვალში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 28 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოავლინეს.

ყველაზე მეტი, 159 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 46 – ბათუმში, 41 – რუსთავში, 28 კი ქუთაისში.

274 სამართალდარღვევიდან 222 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი; 52 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 172 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 90 – მიკროავტობუსის, 12 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ორ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 685 სამართალდარღვევა  გამოავლინეს.

კომენტარები