მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში მაღაზია “ორი ნაბიჯის” თანამშრომლები გაიფიცნენ

ქუთაისში მაღაზია “ორი ნაბიჯის” თანამშრომლები გაიფიცნენ

ქუთაისში მაღაზია “ორი ნაბიჯის” თანამშრომლები გაიფიცნენ.

ქსელური მარკეტის დისტრიბუციის თანამშრომლები ქუთაისში, ორახელაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილი.

დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებზე, შრომითი უფლებების დარღვევასა და მიზერულ ანაზღაურებაზე საუბრობენ.

დისტრიბუტორების თქმით, მათ მუშაობა ღამის საათებში უწევთ, ხელფასს კი როგორც დღის ცვლის თანამშრომლები, ისე იღებენ.

“მთელი ღამე გვიწევს მუშაობა, ხელფასს კი როგორ დღის ცვლის თანამშრომლებს ისე გვაძლევენ, უხეშად ირღვევა ჩვენი უფლებები, ასევე სატრანსპორტო ბაზა, რომლითაცა მომარაგებას ვახდენთ, წყობიდან არის გამოსული და ავარიულია”, – აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

კომენტარები