ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. აღნიშნული კონკურსი წელს საიუბილეოა და ქუთაისი უკვე მეათედ მასპინძლობს მას.
წლევანდელი კონკურსი 1-6 აპრილს გაიმართება. კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები არიან. ჟიურის თავმჯდომარეა პარიზის კონსერვატორიის პროფესორი გოგლა ქაცარავა. ასევე, ჟიურის წევრები არიან პორტუგალიელი პიანისტი ჟოა კოსტა ფერეირა, იტალიელი პიანისტი და ბერგამოს მუსიკალური აკადემიის პროფესორი ჩაო ტანგი და ცნობილი პიანისტი მატეო კორიო.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის პარალელურად საჯარო მასტერკლასები ჩატარდება.
კომენტარები