ქუთაისში, გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პიარ აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში აქტივისტებმა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე გაზეთ “ბათუმელების” სპეცნომერი დაარიგეს, რომელიც რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად 38 დღეს იშიმშილა.
კომენტარები