ქუთაისში კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ადგილობრივები უხარისხოს უწოდებენ.
მოსახლეობის თქმით, სამუშაოები ბუტაფორიულია, რაც თანხის არამიზნობრივი ხარჯვაა.
“მიკვირს ადამიანების, რომლებსაც ბიუჯეტიდან დახარჯული ფული ფეხებზე ჰკიდიათ. ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე არსებული ეს კორპუსი სულ ახლახან გარემონტდა. ვინც ასეთი ნამუშევარი ჩაიბარა, ის ხომ საჯარო სამსახურს და არა მარტო, არ უნდა გააკარო, ხოლო ის კომპანია, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, საერთოდ ფურთხის ღირსია. ის ადამიანებიც მაოცებენ, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ასეთ უნამუსობას დუმილით ხვდებიან! ისე, მე თუ ჩამოვიარე და შევამჩნიე, მერიაში დასაქმებულებს თვალები მიხატული აქვთ”, – ამბობს ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.
კომენტარები