მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ორი ტურისტული ობიექტი დაიკეტა

ქუთაისში ორი ტურისტული ობიექტი დაიკეტა

ქუთაისში ორი ტურისტული ობიექტი – ბუნებრივი ღვინის ბარი “საფერე” და ვინტაჟური სასტუმრო და რესტორანი “შავი პომიდორი” დაიკეტა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სოციალურ ქსელში “შავი პომიდორი” განცხადებას ავრცელებს.

“ძვირფასო მეგობრებო, რა დროს ესაა, მაგრამ გვინდა შეგატყობინოთ, რომ შავმა პომიდორმა შეწყვიტა ფუნქციონირება. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩვენი ნაწილი იყავით, გვსტუმრობდით და კარგ დროს ატარებდით ჩვენთან ერთად! შევხვდებით სხვა დროს, სხვა ადგილას!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები