მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილობრივებს მედიკამენტები უფასოდ გადასცეს

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილობრივებს მედიკამენტები უფასოდ გადასცეს

ქუთაისში მსურველებს მედიკამენტები უფასოდ გადასცეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ადგილობრივებს მათთვის სასურველი მედიკამენტი უსასყიდლოდ მისცეს.

აღნიშნული მედიკამენტების იმერეთსა და გურიაში დიდთოვლობის დროს დაზარალებული ადამიანებისთვის იყო გამოყოფილი, დარჩენილი წამლების მარაგი კი დღეს  ქუთაისში მცხოვრებლებს გადასცეს.

“სამოქალაქო აქტივისტებმა გადმოგვცეს წამლები, ამაში აფთიაქში ქვეყნის ფულს ვაძლევ, აგერ უფასოდ ავიღე. დიდი მადლობა მათ”, – განაცხადა ადგილობრივმა.

კომენტარები