ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ადგილობრივები 26-ე დღეა, ყოველ საღამოს ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
მათი თქმით, არ დაიღლებიან და იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს აჩერებს.
კომენტარები