ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
მოქალაქეები 81 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, “ოცნების” პირობებში ქვეყანა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და პასუხისმგებლობას არავინ არაფერზე იღებს, რაც უნდა დამთავრდეს.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულია “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს.
კომენტარები