მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სკვერები და საბავშვო ატრაქციონები მოუწესრიგებელია და შეკეთებას საჭიროებს

ქუთაისში სკვერები და საბავშვო ატრაქციონები მოუწესრიგებელია და შეკეთებას საჭიროებს

ქუთაისის ცენტრალურ და პერიფერიულ ქუჩებში არსებული სკვერები და ადგილზე განთავსებული საბავშვო ატრაქციონები მოუწესრიგებელია და შეკეთებას საჭიროებს.

ერთ-ერთი მაგალითია ჭალის გზაზე, მწვანეყვავილას ქუჩის მიმდებარედ მდებარე საბავშვო სივრცე, რომელიც წლებია, მოუვლელი და უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ადგილობრივთა ინფორმაციით, ეს სივრცე ერთადერთია ბავშვებისთვის და მისი ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით სასრიალო და სხვა ატრაქციონები – უკვე მრავალი წელია, გაუმართავ მდგომარეობაშია.

მოსახლეობა თავად ცდილობს სკვერის მოწესრიგებას და ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმენდილია.

მოსახლეობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ელოდება შესაბამის რეაგირებას – ახალი საბავშვო ატრაქციონების დადგმას ან დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

კომენტარები