მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ე.წ. ბაზრის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ქუთაისში ე.წ. ბაზრის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ქუთაისში 24 მარტს, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 7 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

პროკურატურამ “კანონიერი ქურდობის“, “ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი “კანონიერი ქურდების“ დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში აგრარული ბაზარი გახსნა. ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა “კანონიერი ქურდების“ სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზრიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა.

სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

კომენტარები